მთავარისიახლეებიმსოფლიოქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს

Published on

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველაზე მასშტაბურად ეს დღე ბეთლემში აღინიშნება. პილიგრიმები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ამ დღეს სწორედ იმ ქალაქში ჩადიან, სადაც სახარების მიხედვით, იესო ქრისტე დაიბადა.

25 დეკემბერი განსაკუთრებულად აღინიშნება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ქრისტიანული სამყაროს ნაწილს რომის პაპმა, დედოფალმა ელისაბედმა და სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირებმა დღესასწაული უკვე მიულოცეს.

ტრადიციული საშობაო მესა რომის პაპმა წმინდა პეტრეს ტაძარში აღავლინა. პაპმა ფრანცისკემ მრევლს სიყვარულისა და მშვიდობისკენ მოუწოდა.

შობა იზეიმეს ბეთლემშიც. ბიბლიურ ქალაქში სადაც ქრისტე დაიბადა ასობით ტურისტი და პილიგრიმი ჩავიდა. მორწმუნეები ტრადიციულ საშობაო მესას მაცხოვრის შობის ტაძარში დაესწრნენ. სადღესასწაულო მესაზე პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასიც მივიდა.

შობა აღნიშნეს დიდ ბრიტანეთშიც. დედოფალმა ელისაბედმა ყოველწლიური საშობაო მიმართვა გაავრცელა. ელისაბედ მეორემ ყურადღება ჰარმონიისა და შერიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

დღესასწაული იზეიმეს შეერთებულ შტატებში. დონალდ და მელანია ტრამპები შობის დღესასწაულს ფლორიდაში, პრეზიდენტის აგარაკზე შეხვდნენ. თეთრი სახლის ლიდერმა ამერიკელებს შობა მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

ქრისტიანებმა შობა იზეიმეს ჩინეთსა და პაკისტანში. ავსტრალიაში სანტების ფორმებში გამოწყობილმა მაშველებმა საშობაო ნაძვის ხეები სანაპიროზე დადგეს და დღესასწაული დამსვენებლებთან ერთად აღნიშნეს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...