მთავარისიახლეებიმსოფლიოNew York Times: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საპარლამეტო არჩევნებამდე, დარტყმა იქნება საქართველოს...

New York Times: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საპარლამეტო არჩევნებამდე, დარტყმა იქნება საქართველოს მმართველი პარტიისთვის

Published on

გავლენიანი ამერიკული გამოცემის New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საპარლამეტო არჩევნებამდე, დარტყმა იქნება საქართველოს მმართველი პარტიისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, რომელსაც ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი,ბიძინა ივანიშვილი  ხელმძღვანელობს.

გამოცემა წერს, რომ ბოლო დროს საქართველოს მთავრობას ხშირად აკრიტიკებენ სასამართლო რეფორმის პროცესში მიღწეული მცირე პროგრესის და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის გამო. მათივე ცნობით, მიმდინარე თვეში, ამერიკის საელჩომ და ევროკავშირის მისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევა გააკრიტიკეს, რომელთაც ოპოზიცია ხელისუფლების მხარდამჭერად მიიჩნევდა.

გამოცემა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის  განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას, სადაც ქართველი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მესიჯი იყო „მხარდაჭერის განცხადება აშშ-დან“.

„თუმცა ოპოზიციამ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის მკაფიო მესიჯი საქართველოს მთავრობისადმი, რომელსაც ზოგიერთი მოწინააღმდეგის აზრით, რბილი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ“, – წერს გამოცემა.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...