მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ევროპული საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს მთავრობამ მოახდინოს პრეზიდენტის განცხადების ოფიციალური...

„ევროპული საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს მთავრობამ მოახდინოს პრეზიდენტის განცხადების ოფიციალური დეზავუირება

Published on

ვიტყოდი, რომ ეს არის დიდი სიბრიყვე, მაგრამ, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის სიბრიყვის მიღმა, ეს არის საქართველოს ინტერესების ფუნდამენტურად დამაზიანებელი მავნებლობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის,  მიერ საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ზურაბიშვილის განცხადებებს ხშირად ხსნის მისი მხრიდან არასრულყოფილი ქართულით ან კონტექსტის არცოდნით, თუმცა ის, რაც პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, ბაქრაძის შეფასებით „არ ჯდება არაფერში“.

„მე მინდა მას შევახსენო, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს საზღვარი არ აქვს და ზუსტად იმის გამო, რომ საქართველოს საზღვარი არ აქვს აფხაზეთთან და ცხინვალთან, ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს არის ცხინვალის ციხეში.

მე მაინტერესებს, რომელი კონტექსტის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ის, რაც ამ ქვეყანაში იცის ნებისმიერმა პირველკლასელმა ბავშვმა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს ნაწილი, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი. როგორ შეიძლება ილაპარაკო შენს ნაწილთან საზღვარზე. ეს იგივეა ილაპარაკო საქართველოსა და კახეთს ან საქართველოსა და გურიას შორის საზღვარზე.

რომელი კონტექსტით, ან რომელი ფრანგულით, ან რომელი საკითხის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ასეთი რამ, რითი შეიძლება გამართლდეს, როდესაც ერთ სიბრტყეზე აყენებ საოკუპაციო ხაზს, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოში არავის მიერ რუსეთის გარდა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს შენს მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან.

აი, ამ ორი ცნების გაიგივება ფრანგულიდან თარგმნით აიხსნება, არასრულყოფილი ქართულით აიხსნება? ვიტყოდი, რომ ეს არის დიდი სიბრიყვე, მაგრამ, სამწუხაროდ, სიბრიყვის მიღმა, ეს არის საქართველოს ინტერესების ფუნდამენტურად დამაზიანებელი მავნებლობა, იმიტომ, რომ რუსეთს აქვს ორი არგუმენტი, როდესაც ის მუშაობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის მსოფლიოში. არგუმენტი პირველი: მსოფლიომ უნდა აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი, იმიტომ, რომ ქართველებმა დაიწყეს ომი, ქართველები არიან აგრესორები და მათ გვერდში უნდა დავუდგეთ, როგორც მსხვერპლს. ეს არის ის, რაც საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქართველომ დაიწყო ომი. რუსული არგუმენტი ნომერი ორი: რა მნიშვნელობა აქვს, რა წერია ფურცელზე, რაღა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამართალს. არსებობს დე-ფაქტო რეალობა და ამ რეალობაში აფხაზეთი და ოსეთი არიან დამოუკიდებლები და საქართველოს მეზობლები, ისე, როგორც სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. ეს არის ის, რაც გუშინ ფაქტობრივად განაცხადა ზურაბიშვილმა“,- განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ კატეგორიული მოთხოვნაა, „საქართველოს მთვარობამ მოითხოვოს აღნიშნული განცხადების ოფიციალურად დეზავუირება და ოფიციალურად განაცხადოს, რომ არანაირი საზღვარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან არ გააჩნია“.

ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ „ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს როგორც პრობლემური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან“.

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...