მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს, 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ...

დღეს, 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

Published on

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 25 დეკემბერს, 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

ღონისძიებას დაესწრება თბილისის მერი კახა კალაძე. რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი 13 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს.

თბილისის მერი, კახა კალაძე ნაძვის ხის ანთებაზე ყველას ეპატიჟება, “განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა”. 

“მინდა დავპატიჟო ყველა, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. მობრძანდით, ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ თქვენი პოლიტიკა, წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები. მთავრობის წევრებსაც გეხებათ ეს. თბილად ჩაიცვით, ცოტა ცივა. საკმაოდ საინტერესო ღონისძიება იქნება, იქნება ნაძვის ხის ანთების ოფიციალური ცერემონია, რომელიც დატვირთული იქნება თეატრალური წარმოდგენით”, – თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...