მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთში ახალი, Su-57 მოდელის საბრძოლო თვითმფრინავი გამოცდის დროს ჩამოვარდა

რუსეთში ახალი, Su-57 მოდელის საბრძოლო თვითმფრინავი გამოცდის დროს ჩამოვარდა

Published on

ახალი, მეხუთე თაობის რუსული საბრძოლო თვითმფრინავი Sukhoi Su-57 რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გამოცდის დროს ჩამოვარდა. 

რუსული მედია დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პილოტი გადარჩა.

რუსეთის სახელმწიფო ერთიან საჰაერო კორპორაციაში განაცხადეს, რომ Su-57 მოდელის საბრძოლო თვითმფრინავი გამოცდის დროს აფრენიდან 111 კილომეტრის გაფრენის შემდეგ ჩამოვარდა.

ერთერთმა რუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობასაც სახელმწიფო მედია RIA არ ასახელებს, თქვა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გამუმართაობა ან პილოტის შეცდომა იყო. 

რამდენიმე დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა სწორედ ამ მოდელის პირველი თვითმფრინავები უნდა მიიღოს, 2028 წლამდე კი ჯამში მათი რიცხვი 67 იქნება. 

Su-57 ორჯერ გამოსცადეს სირიაში და რამდენიმეჯერ რუსეთის სამხედრო აღლუმზე გამოიტანეს.

ზაფხულში რუსეთში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თურქეთის რუსეთთან Su-57-ზე ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...