მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან კაკულია: ,,არდანახვა იმისა, რომ გამოწვევები არის, არ შეიძლება - რად უნდა...

რომან კაკულია: ,,არდანახვა იმისა, რომ გამოწვევები არის, არ შეიძლება – რად უნდა ამას ამერიკიდან შემოგზავნილი რაღაცა მითითებები”

Published on

რომან კაკულია ეხმაურება აშშ სახდეპის განცხადებას და მის ურთიერთგანსხვავებული წაკითხვის მცდელობას ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან.

ეს განცხადება ადასტურებს შემდეგს: აშშ-ის ინტერესი იმ ტერიტორიის მიმართ, რომელზეც სახელმწიფო საქართველო მდებარეობს, კვლავ უცვლელი და მნიშვნელოვანია. ის არის მზად, ითანამშრომლოს ყველა იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ერთი მხრივ, იქნება იმ ინტერესების გამტარებელი და მეორე მხრივ, დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლის გარეშეც მას არ შეუძლია ასეთი პარტნიორული ურთიერთობა.

ახლა ამ გზავნილიდან საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მთავარი დასკვნა – ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არამხოლოდ ამერიკის ინტერესების გატარებისთვის არის ამ ტერიტორიაზე მზად, არამედ, საქართველოს ინტერესების შესაბამისობის უფრო მაქსიმალური მაღალი სტანდარტი შეუძლია შესთავაზოს ამ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობას.

მთავარი შეკითხვა ამაშია და არა იმაში, ამ გზავნილში დავინახოთ თუ არა საჭიროება პროკურატურის, სასამართლოსი და ან არდანახვა იმის, თითქოს ჩვენ ვერ ვხედავდეთ გამოწვევებს ან სასამართლოში ან პროკურატურაში, გამოწვევები არის, რათ უნდა ამას ამერიკიდან შემოგზავნილი რაღაცა მითითებები.

 რა თქმა უნდა, არის გამოსასწორებელი, ამას თავისი მიზეზები აქვს და ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ სტრიქონებს შორის რაც არის, ყველაფრის წაკითხვა უნდა ისწავლოს საზოგადოებამ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანიქართული ოცნების დეპუტატი რომან კაკულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე ამბობს, რომ “ამის ასე ამოგლეჯილად წაკითხვა არ შეიძლება”. TV პირველის ეთერში კაკულიამ იმედი გამოთქვა, რომ “როცა განვითარდება ჩვენი სახელმწიფო, ვისწავლით კარგად ასეთი ტიპის გზავნილების წაკითხვას”.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაამყაროს ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან.

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...