მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ კიტოვანი: რუსები მაძლევდნენ იარაღს, ტყვიებს და იმას...

თენგიზ კიტოვანი: რუსები მაძლევდნენ იარაღს, ტყვიებს და იმას…

Published on

ფულს თუ გადაიხდიდი, ფეხებზე ეკიდათ იმათ [რუსეთს]. მე ვყიდულობდი, ვიცოდი… ჩავდიოდი, ვყიდულობდი. ფულს ვაძლევდი და ვყიდულობდი. ლილოში ავდიოდი, ფულს ვაძლევდი, მაძლევდნენ იარაღს და მოვდიოდი აქით. ტყვიებს და იმას…

ასე პასუხობს თენგიზ კიტოვანი ჟურნალისტ იაგო ხვიაჩიას გადაცემაში “პროცესი” იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის, რომ პუტჩის დღეებში და შემდეგაც, სანამ სამეგრელოს აოხრებდა , რუსეთი იარაღს აძლევდა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეებს და მომხრეებს არა.

1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისის ომი დაიწყო. ეროვნული გვარდია ღიად დაუპირისპირდა ზვიად გამსახურდიას .

ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, თენგიზ კიტოვანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. ზვიად გამსახურდიას, ასევე, დაუპირისპირდა ნახევრად გასამხედროებული და შეიარაღებული ორგანიზაცია მხედრიონი და მისი დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი.

სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრად რუსთაველის გამზირი და უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია იქცა. დაპირისპირება სულ 13 დღე გაგრძელდა და 6 იანვარს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით დასრულდა. თბილისში მიმდინარე საომარ მოქმედებებს სხვადასხვა მონაცემებით 113 ადამიანი ემსხვერპლა.

შეიარაღებულ დაპირისპირებას წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა, რომელიც ქვეყანაში, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და მას შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ. ამბოხებულმა კიტოვანმა უარი თქვა გამსახურდიას ბრძანების შესრულებაზე და მის დაქვემდებარებაში მყოფი 15 ათას კაციანი პირადი შემადგენლობით თავდაპირველად რკონის ხეობაში, შემდგომ კი თბილისის ზღვაზე დაბანაკდა.

ამ დროისთვის უკვე დაპატიმრებული იყო გამსახურდიას კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, მხედრიონის დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი. იოსელიანი 1991 წლის თებერვალში დააპატიმრეს. მან ციხე სამოქალაქო ომის მსველელობისას, 28 დეკემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა მომხრეებმა ციხე შტურმით აიღეს.

აჯანყებულებმა პირველივე საათებში მოახერხეს რუსთაველის გამზირზე მდებარე რამდენიმე შენობის დაკავება

6 ანვარს ზვიად ამახურდიამ თავი მომხეეებთან ერთად დატოვა პარლამენტის შებობა.

შემდეგ კი იყო უიარაღო ხალხის დახვრეტები ქუჩებში, რბევა სამეგრელოში…

დეკემბრის ცოდვა გაგრძელდა თუ დაგვირგვინდა ზვიად გამსახურდიას მოკვდინებით ხიბულაში. ამ ცოდვას საქართველო დღემდე იმკის … ასე იცის იმან, რასაც რუსეთი აძლევს საუკეთესო შვილების გამმეტებელ ქვეყანას. ესმით თუ არ უნდათ ესმოდეთ ეს მათ ვინც დღემდე უფრთხის ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენებას, ალბათ მაინც იმიტომ, რომ ხალხის ნაკლული მეხსიერების იმედი აქვთ. მაგრამ არსებობს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე სუბიექტურად შეთხზული ისტორიაა. ხალხის მეხსიერება ასე იოლად არ იშლება, იგი საუკუნეებს უძლებს.

სიახლეები

“დილის 4:20 საათზე ატყდა ჩემი სახლის წინ აურზაური, 40-კაციანი მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია – ერთ ჩემს ეზოში)… მშვიდობით სავსე ქალაქი”...

"სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია … ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემ ფანჯრენისწინ სხვანაერად...

“უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს, მოსკოვში, მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს” – ზელენსკიმ უარყო პუტინის შეთავაზება 3-დღიანი ზავის შესახებ

ზელენსკიმ უარყო პუტინის შეთავაზება 9 მაისს სამდღიანი ზავის შესახებ და დაჟინებით მოითხოვს 30-დღიან ზავს....

პირველი შემთხვევაა, როდესაც 3 მაისს პატიმარი ჟურნალისტით ვხვდებით – კუპრაშვილი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის" დირექტორი, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული...

სუს-ის ცნობით, რუსთავში, ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,...