მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ მამათთან წუხელ გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ

სოფელ მამათთან წუხელ გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ

Published on

სოფელ მამათისა და აცანის საზღვარზე  ხანძრის  ლოკალიზება ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის კერები მეტისმეტად მიუდგომელ ადგილზეა.

ამ წუთებში მიმდინარეობს გზების ძიება, საიდან შესაძლებელი იქნება ცეცხლის ლოკალიზებაზე მუშაობა.

ადგილზე მობილიზებული არიან სატყეო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ხანძრის კერები დასახლებული პუნქტისგან შორსაა.

ცეცხლი გვიან ღამით, ბალახის საფარს გაუჩნდა. იგი მიწაზე დაყრილ ხმელ ფოთლებსა და ბუჩქებს მოედო ,  თუმცა მდგომარეობა საგანგაშო ნამდვილად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ქარიანი ამინდია, წელიწადის დროის ამ მონაკვეთში გამორიცხულია ცეცხლი უშუალოდ ხეებს მოედოს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია და  სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში ბოლო სამი დღის შუალედში, ტყის მასივში ხანძრის გაჩენის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 25 იანვრის ღამეს აგარაკის მთის ფერდობზე ჰქონდა ადგილი ანალოგიურ ფაქტს.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...