მთავარისიახლეებისაზოგადოება21 წლის გიორგი ჭურღულიას დედა ხობის პოლიციას შვილის ცემაში ადანაშაულებს

21 წლის გიორგი ჭურღულიას დედა ხობის პოლიციას შვილის ცემაში ადანაშაულებს

Published on

ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისის მკვიდრი, 45 წლის სოციალურდ დაუცველი თეა გოგილავა, რომელსაც 3 შვილი ყავს, მისი ვაჟის, 20 წლის გიორგი ჭურღულიას ცემაში ხობის პოლიციის განყოფილების სამართალდამცავებს ადანაშაულებს.

“გიორგი მიდიოდა თავის დასთან ხამისკურში, შემდეგ მეგობრებმა წაიყვანეს რესტორანში და იქ პოლიციელებმა აიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში თავის არეში სასტიკდ სცემეს. ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, ვითხოვ პოლიციელების დასჯას, ჩემს შვილს ყავს ადვოკატი დარიკო თორდია, ისინი ახლა იმყოფებიან ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურიოში.”- განაცხადა თეა გოგილავამ. დედის ინფორმაციით, საქმის გამოძიებას და პოლიციელების დასჯას ითხოვს.

ამჟამად 21 წლის გიორგი ჭურღულია დაკავებულია, როგორც მისი ადვოკატი დარიკო თორდია აცხადებს, იგი იმყოფება ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. გამოძიება 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,რაც პოლიციისამი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღენიშნება დაზიანებები მუხლის, მაჯის და განსაკუთრებით თავის არეში.

სიახლეები

“ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?!” ანუ “ვისი სული სურს” მდგრად მინისტრს?

ლაშა ბერულავა, ოდიშინიუსი არ მოგიწერიათ, რამდენი ხანიაო, სოციალურ ქსელებში აქტიური ეკონომიკის მინისტრი მისით დაინტერესებულ...

ჰონგკონგში, კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა,...

შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ნიკა მელია

შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი...