მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: არასოდეს , რაც ეს სტატისტიკა წარმოებს, საქართველოში არ ყოფილა...

მიხეილ სააკაშვილი: არასოდეს , რაც ეს სტატისტიკა წარმოებს, საქართველოში არ ყოფილა ამდენი თვითმკვლელობა

Published on

კიდევ მორიგი თვითმკვლელობა ანგელოზი გოგონასი, ამჯერად აბაშაში.

საერთო სტატისტიკურად არასოდეს ბოლო 30 წლის განმავლობაში რაც ეს სტატისტიკა წარმოებს, საქართველოში არ ყოფილა ამდენი თვითმკვლელობა. საქართველოში ძირითადი მიზეზი არის ბრუტალურობა და მთავარი მიზეზები არის ასევე გაჭირვება და უპერსპექტივობა. – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.

ივანიშვილმა და მისმა მოჯამაგირეებმა ჯიბეში ჩაიგდეს საქართველოს მთელი ქონება და დანარჩენ ქართველებს დაუტოვეს მხოლოდ ორი გამოსავალი მათი ჭკუით. ერთი ქვეყნიდან წასვლა და მეორე სიცოცხლიდან წასვლა თვითმკვლელობა, მაგრამ არსებობს მესამე და ნამდვილი გამოსავალი.

ეს გამოსავალი არი ამათი მოშორება! მე მინდა გითხრათ შვილებო, მეგობრებო, თქვენ ნუ წახვალთ! ესენი გავუშვათ, ესენი წავიდნენ! როგორც კი ესენი წავლენ საქართველოში შემოვა ათი მილიარდი დოლარი ინვესტიცია, გაჩნდება რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი. საქართველოში ისევ დაბრუნდება იმედი, დრაივი, პერსპექტივა, მომავალი და ახალგაზრდები აღარსად აღარ წავლენ და განავითარებენ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ ეს შეგვიძლია! საქართველოში აუცილებლად გათენდება!

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...