უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა.
ცნობისთვის, რატი იონათამიშვილი ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს ცვლის, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა.