ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ,,ქართული ოცნება” მაჟორიტარებს არ თმობს. რას ამბობს ოპოზიცია

0
403

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მორიგი, მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს. ,,ქართული ოცნება” ოპოზიციას პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩევას სთავაზობს.

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 კი მაჟორიტარია.

“პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორციული წილი ამ სისტემაში.

ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს ნაცვლად 77-ს, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საუბარია ცვლილებაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს, რაღაც ისეთი იქნება, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული მოკავშირეების თვალში გამოჩნდნენ ვითომ კონსტრუქციულად და შეინარჩუნონ ყველანაირად ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ   შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველს გუნდს სურს ამ მოდელით არჩევნებში მიაღწიოს იმ შედეგს, რომელიც შეუნარჩუნებს მათ ხელისუფლებას, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია.

„ჩვენ ამას არ დავთანხმდებით. ის, რომ თუ ჩვენ არ მოვნახეთ საშუალება ჩავატაროთ ნორმალური დასავლური სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია. ყველა გვიყურებს სკეპტიკურად დაჩვენი რომელიმე საერთაშორისო პოლიტკური მიზნის მიღწევა შეუძლებელია. ეს უნდა იყოს პროპორციული არჩევნები, კომპრომისულად თანახმა ვართ „გერმანულ მოდელზე“ და მოდიფიცირებულ ე.წ.გერმანულ მოდელზე, რომელსაც ქართული ოპოზიციის კომპრომისული წინადადება დაერქვა. არ დავთანხმდებით, რომ საქართველოში კიდევ ბოგინობდნენ ის ფეოდალები რომელსაც მაჟორიტარებს ეძახიან”, – განაცხადა ვაშაძემ.

წინა სტატიათბილისში, 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ე.წ ღორის გრიპი აღმოაჩნდა
შემდეგი სტატია„თავდასხმაზე არაფერს ვფიქრობ და შედეგი საშინელებაა” – სალომე ზურაბიშვილმა ცოტნე გამსახურდია კლინიკაში მოინახულა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური