სამოქალაქო მოძრაობა “ხმა” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ მსვლელობას მოაწყობს. ორგანიზაცია მოუწოდებს ადგილობრივებს, ჩაერთონ ამ აქციაში.
“21 დეკემბერს, 11:30 საათზე ქ.ჯვარის კულტურის სახლიდან ორგანიზებულად მოეწყობა მსველობა სოფელ ფახულანის ე.წ საოკუპაციო ხაზამდე.
სოფელ ლიის ცენტრიდან ე.წ საოკუპაციო ხაზამდე მოეწყობა მსვლელობა ველოსიპედებით,
ჩატარდება ანტისაკუპაციო აქცია.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მხარდაჭერას გამოვუცხადებთ თანამედროვეობის სამოქალაქო გმირს , ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს .მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოგიწოდებთ, ჩაერთოთ აღნიშნულ ღონისძიებაში! “- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.