მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი იმპიჩმენტზე - მე ცუდი არაფერი გამიკეთებია! რა საშინელებაა! წაიკითხეთ ჩანაწერები....

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტზე – მე ცუდი არაფერი გამიკეთებია! რა საშინელებაა! წაიკითხეთ ჩანაწერები. ეს სხვა პრეზიდენტს აღარ უნდა დაემართოს. ილოცეთ!“

Published on

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის ემზადება. დებატები 6 საათის მანძილზე გაგრძელდება. ხმის მიცემის შემდეგ პროცესი აშშ-ის სენატში გადაინაცვლებს.

იქამდე, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დემოკრატები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას არაფერი დაუშავებია.

„თქვენ გჯერათ, რომ დღეს ჩემი იმპიჩმენტი მოხდება რადიკალი მემარცხენეების მიერ? ნურაფერს გააკეთებთ დემოკრატებო, მე ცუდი არაფერი გამიკეთებია! რა საშინელებაა! წაიკითხეთ ჩანაწერები. ეს სხვა პრეზიდენტს აღარ უნდა დაემართოს. ილოცეთ!“ – დაწერა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს ძალაუფლება ბოროტად გამოიყებენაში ადანაშაულებენ. იმპიჩმენტის მომხრეების თქმით, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ზეწოლას ახდენდა და სთხოვდა, პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე გამოძიება დაეწყო.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...