მთავარიUncategorized,,ჩვენ ღმერთისაგან შორსა ვართ, სამაგიეროდ, ახლოსა ვართ რუსეთთან. პოლიტიკური რუსეთისათვის ადამიანის...

,,ჩვენ ღმერთისაგან შორსა ვართ, სამაგიეროდ, ახლოსა ვართ რუსეთთან. პოლიტიკური რუსეთისათვის ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს” – მეუფე მალხაზ სონღულაშვილი

Published on

,,ვინ მოსთვლის, უკვე მერამდენედ, ჩვენ მოწმენი ვხდებით სისტემური დანაშაულისა, როცა მსხვერპლი ახლგაზრდა ბავშვია. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ მსგავსი აღარ უნდა განმეორდესო, გულის სიღრმეში ვიცით, რომ მაინც განმეორდება. მაინც მოუკლავენ მშობლებს შვილებს და მაინც მოგვიკლავენ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს”. – ამბობს მეუფე მალხაზ სონღულაშვილი

,,რელიგიური ეთიკის მიხედვით, გინდა ერთი ადამიანი მოგიკლავს და გინდა მთელი სამყარო გაგინადგურებია, ეს ერთია. მაგრამ ჩვენ ძალიან შორსა ვართ რელიგიური ეთიკისგან და ზოგადად რელიგიისგან. მერე რა რომ საქართველო ფორმალურად ნამეტანი რელიგიურ ქვეყანად ითვლება. ეს სინამდვილეში ფარსია. სინამდვილეში ჩვენი რელიგიურობა ზედაპირულია, თავთხელია და თვალთმაქცური. ჩვენ ღმერთისაგან შორსა ვართ. ღმერთისაგან შორს ყოფნა კი იმას ნიშნავს, რომ არ გაინტერესებს კერძო ადამიანების ბედი. სამაგიეროდ ახლოსა ვართ რუსეთთან და არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ ეთიკურად. პოლიტიკური რუსეთისათვის ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. მთავარია “დერჟავა” და სისტემა იყოს კარგად და მის კეთილდღეობას არავინ შეუქმნას საფრთხე. ვისაც ბესლანის ტრაგედია ახსოვს, მიხვდება აქ რასაცა ვგულისხმობ.

ახლა კი გლოვის დროა. უნდა ყველამ ვიგლოვოთ ლუკა სირაძე და მის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად დავიტიროთ უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვერ დავიცავით.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ლუკა სირაძის სული და ყველა იმ ახალგაზრდის სული, ვინც ძალადობრივი სისტემის მსხვერპლი გახდა.”

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...