მთავარისიახლეებიპოლიტიკააქტივისტებმა მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გაკრულ პლაკატზე "ამინ" მიაწერეს

აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გაკრულ პლაკატზე “ამინ” მიაწერეს

Published on

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გაკრულ პლაკატზე გამოჩნდა წარწერა “ამინ”. სამოქალაქო აქტივისტებმა წარწერა დეპუტატის პოსტის პასუხად გააკეთეს. მერაბ ქვარაიამ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ ფეისბუკ-სტატუსი დაწერა. დეპუტატი მოუწოდებს ყველას, ილოცონ ლუკას სულისთვის:

” ვილოცოთ ლუკას სულისთვის და ერთმანეთისთვის…
იმისთვის რომ ხვალ უკეთესი დღე გვქონდეს, ნაკლები სიძულვილი და მეტი სიყვარული არსებობდეს,
იმისთვის,რომ ჩვენი შვილების თაობა მაინც იყოს ბედნიერი და დაცული.
სხვაგვარად სიძულვილი, მტრობა , გინება, ერთმანეთის მიმართ შური და ბოღმა დაგვანგრევს, გაგვანადგურებს…
შეიძლება ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმას რაც ადრე ვთქვი, გამოვაცხადოთ 2020 ბავშვთა წლად და მთელი ყურადღება მივუძღვნათ იმას, რომ უკეთესი ქვეყნის, უკეთესი სახელმწიფოს, უკეთესი მომავლის მშენებლობა ახალი თაობის ღირსეულ განათლებაზე და ცხოვრებაზე განსაკუთრებულად ფიქრით და ზრუნვით დავიწყოთ…
ბევრი რამე გვაქვს საკეთებელი, რომ ვუპატრონოთ ამ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს.
უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს და გაანათლოს ლუკას სული ! “- წერს მერაბ ქვარაია.

მოგვიანებით წარწერა საღებავით გადაშალეს.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...