მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საქმეს რომ გავაკეთებ, ამაზე ვაჟამ იზრუნოს", - აცხადებს თამილა ლაფანაშვილი კუხიანიძის...

“საქმეს რომ გავაკეთებ, ამაზე ვაჟამ იზრუნოს”, – აცხადებს თამილა ლაფანაშვილი კუხიანიძის უშვერ გინებაზე

Published on

როდესაც ჩემი მეუღლე ტყვეობაშია და ოჯახში დარჩენილი ვართ მხოლოდ მე და ჩემი ორი ქალიშვილი, ის კი უშვერად გვაგინებს, ჩვენ ამით არაფერი დაგვაკლდება. ეს მისი პრობლემაა, როგორც მორალური, ისე კაცობის თვალსაზრისით, – ასე უპასუხა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა ჟურნალისტის კითხვას თბილისის საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის “ფეისბუქ სტატუსთან“ და ასევე მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის ექიმის ოჯახთან აპირებს შეხვედრას.

“პირველივე დღიდანვე დაიწყო იქაურმა KGB-მ ისეთი დეზინფორმაციების გამოქვეყნება, რომელზეც ჩვენმა სახლმწიფო ორგანოებმა, სუს-მა განაცხადეს,რომ სრული დეზინფორმაციაა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ვაჟას დაკავებასთან. უბრალოდ ერთს ვიტყვი, ის ვინც ამ დეზინფორმაციებს აქ აკოპირებს, მითუმეტეს, ვინც სახელმწიფო მოხელეა, რა გამოდის, უპირისპირდება თავის სახელმწიფოს ნათქვამს?! ამაზე, ცოტა უნდა დაფიქრდნენ. მე იურისტი არ ვარ, უბრალოდ ადამიანი ვარ, რომელსაც ლოგიკა გააჩნია. მითუმეტეს,სახელმწიფო მოხელეებს, აქვთ თმენის ვალდებულება,ზნეობა და ა.შ. ჩვენ ვცხოვრობთ კავკასიაში, აქ “ლეკვი ლომისა სწორია” ვეთანხმები, გენდერული თანასწორობა ჩემია და ამ იდეებს ვატარებ, მაგრამ როდესაც ჩემი მეუღლე ტყვეობაშია და ოჯახში ვართ დარჩენილი, მე და ჩემი ორი ქალიშვილი და ის რომ უშვერად გვაგინებს, ჩვენ ამით არაფერი დაგვაკლდება. ეს მისი პრობლემაა, როგორც მორალური თვალსაზრისით, ასევე კაცობის. ჩვენ ეს უფრო მობილიზებულს გვხვდის და გვაძლიერებს“, – განაცხადა ლაფანაშვილმა.

კითხვაზე, ერეკლე კუხიანიძის განცხადებაზე საზოგადოებამ ხელისუფლების კრიტიკა ვერ მოისმინა, ექიმის მეუღლე პასუხობს, რომ “ეს უკვე ყველას პრობლემაა”.

“ყველას თვითონ გასცენ პასუხი, მე არავის დავუპირისპირდები, ის კი არა, შემიძლია ვაპატიო კიდეც“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის მხრიდან შეხვედრის თაობაზე შეთავაზება, თამილა ლაფანაშვილმა აღნიშნა, რომ მას მსგავსი შეხვედრებისთვის დრო არ აქვს.

“საქმეს რომ გავაკეთებ, ამაზე ვაჟამ იზრუნოს”, – აღნიშნა თამილა ლაფანაშვილმა.

მისივე თქმით, ის ყოველდღე ელოდება, რომ მისი მეუღლე გათავისუფლდება.

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...