მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს არის მითითება და გაფრთხილება, მოთხოვნა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან- პოლიტიკოსები კონგრსემენთა წერილის...

ეს არის მითითება და გაფრთხილება, მოთხოვნა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან- პოლიტიკოსები კონგრსემენთა წერილის შესახებ

Published on

პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ეხმაურებიან აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის წერილს, რომლითაც მან საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართა და ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის დიალოგისკენ მოუწოდა.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი: კონგრესმენების წერილში მთავარი არის სწორედ იმის აღნიშვნა, რომ ასობით ადამიანი: პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, დემონსტრანტი, ხელისუფლების მიერ სანქცირებული ძალადობით დაშავდა და პროპორციული არჩევნების უკან წაღება არის მიუღებელი. პრაქტიკულად, ეს არის მითითება და გაფრთხილება, მოთხოვნა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან. ესენი არიან საქართველოს კომისიის თანათავმჯდომარეები კონგრესში, ანუ ეს არ არის ერთი რომელიმე კონგრესმენის ან კონგრესმენთა ჯგუფის, თუნდაც ერთი პარტიის პოზიცია. ეს პრაქტიკულად ამერიკის სახელისუფლებო პოზიციის გამოხატვაა. 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე: ივანიშვილის ძალიან დიდი მოცულობის ფინანსური შესაძლებლობები დასავლეთში არის აკუმულირებული და რაც უფრო უახლოვდება რუსეთს ივანიშვილი, მით უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფება მისი ქონებაც.

“ეს არის ძალიან მწვავე განცხადება ჩვენი მეგობრებისგან, რომელიც მოჰყვა იმ პოლიტიკურ კრიზისს რომელიც დღეს საქართველოშია. როცა ჩვენ, ინტერპარტიული ჯგუფი ვიყავით ვაშინგტონში, სადაც ჩვენი გზავნილი იყო, რომ კრიზისი პროპორციული, სამართლიანი არჩევნებით უნდა გადაწყდეს და სწორედ ეს გზავნილებია ასახული ამ წერილში.

დიდი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი გაითვალისწინებს აქედან რამეს, მაგრამ მას მაინც უნდა შერჩეს კეთილგონიერება იმის, რომ ახსოვდეს, რომ მთელი მისი აქტივები, არის დასავლეთში. ძალიან დიდი მოცულობის ფინანსური შესაძლებლობები არის აკუმულირებული დასავლეთში. რაც უფრო უახლოვდება რუსეთს ივანიშვილი და მთელი ეს სახელმწიფო მიტაცება მეტი არაფერი არ არის თუ არა რუსეთთან დაახლოება, მით უფრო დიდი სარკის ქვეშ იმყოფება მისი ქონებაც. ასე რომ ფრთხილად უნდა იყოს“

.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიორგი კადელაკი:,, ყველაფერი, რაზეც წერილშია საუბარი, რეალურია და ეს პრობლემები სწორედ “ქართულმა ოცნებამ” შექმნა.

„ჩვენი ქვეყანა ამ კონგრესმენების მადლიერია. მათი დამსახურებაა ის, რომ საქართველომ მიიღო თავდაცვითი იარაღი, მათი დამსახურებაა ის, რომ დაიწყო საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აშშ-სთან. ეს არის ხალხი, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის. მათი მხრიდან ასეთი მკვეთრი ენის გამოყენება არის დასტური იმისა, რომ “ქართული ოცნება” არის ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ“

დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე: „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ასეთი გამოხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მსგავსი სიმკაცრის, მსგავსი ხასიათის და ტონალობის წერილი მე რაც პოლიტიკაში ვარ, სხვა არ მახსოვს. თუნდაც აქედან გამომდინარე, ეს საკმაოდ სერიოზულად დასაფიქრებელი ფაქტია. ეს არის ის ხედვა, რომელიც კონგრესში ჩვენს კოლეგებს საქართველოდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე დარჩათ. შეიძლება ამ წერილში ზოგიერთი რამ ზედმეტად იყოს გადაფასებული უარყოფითი თვალსაზრისით, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრების მიერ გამოთქმული კრიტიკა უნდა მოვისმინოთ. ამ წერილის მთავარი მოტივი იყო შეცდომების ის გაუთავებელი ჯაჭვი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უშვებს.

ვფიქრობ, წერილში სიტყვა “ავაზაკი” იმ კონტექსტში იყო ნახმარი, რომ იგი მიმართული იყო იმ კონკრეტული სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული ძალის გადამეტებისთვის, რასაც მოჭარბებულად ჰქონდა ადგილი 20 ივნისის ღამეს”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა. წერილი 13 დეკემბრით არის დათარიღებული.

„ქართველებს უნდათ ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის გათანაბრებული დასავლეთთან და აქვთ მისწრაფება, შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში,

სიახლეები

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...