წალენჯიხაში 45 წლის ქალი ხევში გადავარდა. ადგილობრივების თქმით, ქალს ფეხი დაუცურდა. საბედნიეროდ მოქალაქე მაშველებმა ადგილობრივების დახმარებით ამოიყვანეს.
დაშავებული წალენჯიხის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მხოლოდ გარეგანი დაზიანებები აღენიშნება. მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.