მთავარისიახლეებიპოლიტიკაექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საოკუპაციო ხაზთან აქციას მართავს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საოკუპაციო ხაზთან აქციას მართავს

Published on

ცხინვალის საოკუპაციიო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას დღეს საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ოძისში გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან ამ წუთებში იწყება.

ოჯახის წევრებს, მოქალაქეებს და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს მავთულხლართებთან რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთწოდებულმა სასამართლომ ქართველი ექიმი პატიმრობაში დატოვა, ეს არის პირველი საპროტესტო აქცია ოჯახის წევრების მონაწილეობით. 

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას პოლიტიკოსებიც უერთდებიან, მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, საოკუპაცია რეჟიმმა დროულად გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ექიმი. 

“ხელისუფლება არ იყებეს ყველა საჭიროს ტრიბუნას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი მვავედ დასვას ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე, ვისი მხრიდანაც უნდა განხორციელდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე,”- განაცხადა “კურიერთან” საუბარში “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ.

“ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში, განცხადებების გარდა, ხელისუფლებისგან არაფერი მოგვისმენია. პირიქით, ბინძურ პოსტებს ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან,”-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

“ხელისუფლება არაადეკვატურია, ისინი ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში. აბსულუტურად მოწყვეტილია რეალობას და ამავდროულად არანაირი უნარი კრიზის მენეჯმენტის ამ ხელისუფლებას არ გააჩნია,”- განაცხადა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ. 

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს მხარდაჭერა “ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილმაც გამოუცხადეს. ვაჟა ექიმისადმი სოლიდარობის აქციაზე უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილიც მივიდა. 

ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, მარიონეტულმა რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა. ექიმი უკვე 37-ე დღეა, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იყოფა. 

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...