მთავარისიახლეებისაზოგადოებავაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 15 დეკემბერს, საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 15 დეკემბერს, საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს

Published on

 ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის თამილა ლაფანაშვილის თქმით, რადგან მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, ისინი მშვიდობიანი პროტესტის ფორმას მიმართავენ, რათა სოლიდარობა გამოხატონ.

თამილა ლაფანაშვილი მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

“რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა და მე აღვნიშნე, რომ თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა კვირას, 11:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა დავანახოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ კვირას, 11:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან. თეთრი ხალათებით მშვიდობიანად დავანახოთ ჩვენი ძალა, რომ ოჯახი მარტო არ ვართ. დაგვანახეთ ეს ჩვენ, ჩვენო ხელისუფლებავ და საერთაშორისო საზოგადოებავ.

მინდა, საქართველოს მივულოცო ხვალინდელი დღე, ის რომ ალფავიტის მიხედვით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გავხდით. ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები. პირველ რიგში, ტყვე ექიმის უფლება და ვნახოთ, ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...