მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ "ქართული ოცნება" არ მოიკვეთავს ამ ადამიანს, ქართული საზოგადოება მოიკვეთავს "ქართულ ოცნებას"...

თუ “ქართული ოცნება” არ მოიკვეთავს ამ ადამიანს, ქართული საზოგადოება მოიკვეთავს “ქართულ ოცნებას” – გიგი უგულავა კუხიანიძეზე

Published on

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

„გულისამრევი და სამარცხვინოა “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრის კუხიანიძის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით. კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. შეიძლება ვერ ეხმარებოდე, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს ხელისუფლებაში არ უნდა გამოხსნა, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო არ აკეთებს საკმარისს. ჩვენ ვხედავთ, რომ ზეიმობს, რას ზეიმობს, თვითონ არ იცის. ძალის დემონსტრირებითაა დაკავებული, ფულს ხარჯავს ტყუილ-უბრალოდ და ამავე დროს დაკავებული არიან იმ ოჯახის, იმ ადამიანის შეურსცხყოფით, რომელიც ტყვედ ჰყავთ რუსებს და სეპარატისტებს აყვანილი. ამის იქით დეგრადაციის ფსკერი სად შეიძლება მთავრდებოდეს, სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით. “ქართულმა ოცნებამ” ან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა თქვას, რომ ეს არის მათი აზრი, ან გაემიჯნოს და გააგდოს კისრისტეხით ეს ვაჟბატონი საკუთარი რიგებიდან, სხვა არჩევანი აქ არ არსებობს. თუ ასე ფიქრობს “ქართული ოცნება” ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მე სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერშიფის 2/3 ასე ფიქრობს, მაგრმა ეს ჩემი დაშვებაა. არსებობს რაღაც ფორმები, რაც ყველამ უნდა დაიცვას. ეს ადამიანი უნდა მოიკვეთოს “ქართულმა ოცნებამ”, სხვა შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” მოიკვეთავს ქართული საზოგადოება”, – განაცხადა უგულავამ.

სიახლეები

ეგზარქოსი შიო ცდილობს, საპატრიარქო ტახტი რუსების დახმარებით მიიტაცოს – გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს, რომ საპატრიარქოში შეთქმულებაა და კვირის წირვის ჩატარებაზე მსოფლიო...

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...