მთავარისიახლეებისაზოგადოებაკუხიანიძე - პარტიისათვის, გაფრინდაშვილი - პატრიისათვის. თბილისის საკრებულოს წევრმა ეროვნული გმირის...

კუხიანიძე – პარტიისათვის, გაფრინდაშვილი – პატრიისათვის. თბილისის საკრებულოს წევრმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები” უწოდა და აგინა

Published on

ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები”  უწოდა და აგინა: “როდესაც იცი ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც მიდიხარ.ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!”

ამას ამბობს კაცზე, რომელმაც ოკუპანტებს და სეპარატისტებს განუცხადა: “საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთან” , ამასთან მათთან ტყვეობაში, პირისპირ დარჩენილმა, სადმე თავის კომფორტულ სამუშაო კაბინეტში კი არა .

ივანიშვილი და მისი ხელდასმული ხალხი ვერასოდეს გაიგებს გიორგი ანწუხელიძის და ვაჟა გაფრინდაშვილის ფასს, იმიტომ, რომ არ იცის, რა არის ღირსება, სამშობლო, და ვერ გარკვეულა რა არის მთავარი: პატრია თუ პარტია.

ოკუპირებულ ცხინვალში გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის თქმით, ის აქამდეც ელოდა, რომ მის ოჯახს პროვოკატორებს დაუძახებდნენ.

თამილა ლაფანაშვილი “მთავარ არხთან” საუბარში გამოეხმაურა

“…დღეს ( ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნის დღეს) არის საზეიმო განწყობა, ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავ მთელ საქართველოს, მაგრამ ევროსაბჭოში შემავალი ყველა ქვეყნის უპირველესი პრინციპი ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვაა და როდესაც ცხინვალის ციხეში ტყვე ყავთ გამოკეტილი,როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება შეზღუდულია ციხეში სხვა ადამიანების უფლებების და თავისუფლების დაცვისთვის, ეს ზეიმი ფერმკრთალდება!

რაც შეეხება ცალკეული თანამდებობის პირებისა და „ბოტების” სრულიად ამაზრზენ ცილისწამებებს, ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება. ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის „კგბ“-ს! მათაც კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”,-ნათქვამია თამილა ლაფანაშვილის განცხადებაში.

პროვოკატორების ძახილს, მეგონა, რომ უფრო ადრე დაიწყებდნენ. ეტყობა, ახლა უკვე ნება მისცეს ვიღაცებმა, საქვეყნოდ გამოფინეს ეს ყველაფერი. რაც უფრო დიდხანს დარჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად ‘გაიშიფრება’ ყველა. ეს აჩვენებს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები, რასაც აქამდე დგამდა სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები, არ არის საკმარისი“, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე.

36-ე დღეა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს ჰყავთ გატაცებული. 13 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, ექიმი პატიმრობაში დატოვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლებენ.

ოჯახი პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის დანიშვნას ითხოვს

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...