მთავარისიახლეებიპოლიტიკაუნდა ელაპარაკა თუ არა გიორგი გახარიას კიევში ოკუპატის ენაზე?

უნდა ელაპარაკა თუ არა გიორგი გახარიას კიევში ოკუპატის ენაზე?

Published on

მასპინძელი სახელმწიფოს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, სუამ-ის სამიტზე გიორგი გახარიას  რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ

„მგონი ზღვარი უნდა არსებობდეს ადეკვატურობის, ზოგადად მედიისთვისაც და ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც. საქმე არაფერთან არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ის, რომ გახარია ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევს და ოკუპანტის ენაზე ურჩევნია საუბარი, ღრმა პრობლემის ნიშანია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან ნორმალური ისაა, რომ მშობლიურ, საერთაშორისოდ მიღებულ ან მასპინძელი ქვეყნის ენაზე ისაუბროს.

„იქ, უკრაინის პრემიერმაც, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც რუსულად საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ იდენტობა უკრაინულია, ილაპარაკა ძირითადად უკრაინულად და ბოლოს ერთი ფრაზა თქვა რუსულად. ის, რომ გახარია ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევს და ოკუპანტის ენაზე ურჩევნია საუბარი, ეს არის ნიშანი ღრმა პრობლემის“,- განაცხადა ბოკერიამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას კიევში კონფერენციის რუსულ ენაზე ჩატარება საქართველოს დიდი სირცხვილია.

მისი თქმით, პრემიერის ყველა მოქმედება რუსული დოქტრინის შესაბამისია.

“როდესაც ხარ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის ტერიტორიების ნაწილი აქვს ოკუპირებული რუსეთს, როდესაც წარმოადგენ ქვეყანას, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ასევე ოკუპირებული აქვს რუსეთს, სირცხვილია ასეთი მოქმედება. თუმცა, გასაკვირი არაფერი არ არის. გახარიას მენტალობა არის რუსული, მისი მოქმედება არის რუსული დოქტრინის შესაბამისი” – აღნიშნა მელიქიშვილმა.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....