მთავარისიახლეებისაზოგადოებამღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

Published on

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება მას ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გააცნო.

სასულიერო პირის თქმით, მას მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ეპარქიაში მღვდელმსახურება შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო შეუწყვიტეს. მეუფე გრიგოლთან შეხვედრის შემდეგ ანდრია სარიას საკითხი სამღვდელმთავრო კომისიაში განიხილეს და პირველი გაფრთხილება მისცეს.

მღვდელმონაზონი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და კომისიისგან ოქმს ელოდება, ასევე ელოდება პატრიარქის პასუხს, თუ სად გამწესდება მღვდელმსახურად.

რამდენიმე დღის წინ ანდრია სარიამ  გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს.

მათ შორის 1 ახლა სინოდის წევრია, 1 კი მოქმედი მღვდელი. თუმცა მამა ანდრია სარია შეგნებულად არ ასახელებს კონკრეტულ სახელებს, რადგან მისი წერილის გამოქვეყნების მიზანი კონკრეტული ადამიანების გასაჯაროება არ არის.

მღვდელ-მონაზვნის განმარტებით, მისი მიზანია ითქვას, რომ ეს პრობლემა დღეს არ დამდგარა და ოდითგანვე იყო, არქივში კი ამის დამადასტურებელი სხვა სკანდალური წერილებიც არსებობს. თუმცა სათავეში ხდება ამ ცოდვის მიჩქმალვა და ამ ცოდვაში მყოფი სასულიერო პირების მფარველობა. ხოლო ვინც ამაზე საუბრობს, სწორედ ის ისჯება და მაგალითისთვის მეუფე პეტრეს სინოდიდან განკვეთაზე საუბრობს.

“არსებობს უამრავი წერილი, რომელიც სინოდს არ განუხილავს და დგას ცოცხალი ადამიანების რიგი ამ მოთხოვნით“, – ამბობს მღვდელ-მონაზონი.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...