მთავარისიახლეებისაზოგადოებამამუკა მდინარაძის პოლიტიკური აფიორა

მამუკა მდინარაძის პოლიტიკური აფიორა

Published on

პოლიტიკური აფიორა, – ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მამუკა მდინარაძის  მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, ამ ინიციატივას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რადგან „ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, შესაბამისად, ვერც საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს.

„რომ ჰკითხოთ  მამუკა მდინარაძეს და მის თანამოაზრეებს, უსასრულოდ უნდათ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ეს არის სრული ბოდვა.

ამ მაჟორიტარებით თავს იშინებენ თუ საფრთხობელას ქმნიან? არავის აქვს ამის მოლოდინი, რომ ეს ცვლილება გავა“, – განაცხადა  ეკა ბესელიამ

დღეს უმრავლესობის ლიდერმა  მამუკა მდინარაძემ  „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება”

მისი თქმით, ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. მდინარაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან, იმ შემთხვევაში კი თუ მმართველი პარტია ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებს, მაჟორიტარები გააგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...