მთავარისიახლეებისამართალიგიგი უგულავას აღკვეთის სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გიგი უგულავას აღკვეთის სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

Published on

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. სასამართლო პროცესი გიგი უგულავას მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ბრალდებულ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის შესატანად 30 დღე მიეცა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავამ საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პასპორტი.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 30 იანვარს დაინიშნა.

შ​სს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ დილას თბილისის აეროპორტში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ორი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...