მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს ზეწოლა იქნება, რადგან ამერიკას კარგად ესმის, რომ დღეს ქართული საზოგადოება იბრძვის...

“ეს ზეწოლა იქნება, რადგან ამერიკას კარგად ესმის, რომ დღეს ქართული საზოგადოება იბრძვის დემოკრატიისთვის”- საქართველოს ოპოციზიური პარტიის ლიდერები ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრში გამართული შეხვედრის შესახებ

Published on

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრში საქართველოს ოპოციზიური პარტიის ლიდერებს შეხვდნენ. მათ ცენტრის წარმომადგენლობას მიაწოდეს ის ბოლო ინფორმაცია, რაც თბილისში ხდება.

“გადავეცით დეტალური ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება ბოლო დღეებში. მათ შორის გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმის აღძვრა, ნიკა მელიასთვის მანდატის ჩამორთმევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ბიძინა ივანიშვილი პირადად და საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ძალიან მკაცრ გზავნილებს აშშ-ს სენატიდან. ქართველი ხალხის თავდადება დემოკრატიისთვის იწვევს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებში სრულ აღტაცებას, მაგრამ მეორე მხრივ ყველასთვის ნათელია რომ დღეს ხალხის მთავარი გამოწვევა ივანიშვილი და მისი რეჟიმია” ,- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია კი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის მოსამართლეების უვადო დანიშვნის შესახებ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოში არსებულ არაჯანსაღ ვითარებას.

“ეს ზეწოლა იქნება, რადგან ამერიკას კარგად ესმის, რომ დღეს ქართული საზოგადოება იბრძვის დემოკრატიისთვის და ამ საკითხში ამერიკა ყოველთვის საქართველოს მოკავშირე იყო. რაც მოხდა მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად კლანი და ივანიშვილის პირადი ადვოკატი გაიყვანეს მოსამართლედ, ეს ჩვენი ქვეყნისთვისაა დიდი დარტყმა და ასევე ეს იყო სილა ამერიკელებისთვის. ამას აუცილებლად მოყვება რეაქცია, რადგან ძალიან დიდი რესურსია ამერიკის მხრიდან კონკრეტულად სასამართლოს რეფორმაში ჩადებული”,-აცხადებს ელენე ხოშტარია.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...