მთავარისიახლეებიპოლიტიკათადუმაძის დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება

თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება

Published on

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო კიდევ აქვეყნებს ერთხელ აქვეყნებს  ინფორმაციას მოქმედი გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომის შესახებ.

ორგანიზაციის მიერ შეგროვებული დოკუმენტების ანალიზის თანახმად, არ დასტურდება თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა, რადგან მას არ მიუმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად.

გარდა ამისა, არ დასტურდება, არსებობდა თუ არა თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში იურიდიული ფაკულტეტი 1994-1998 წლებში, რომელიც, თადუმაძის მტკიცებით, მან დაამთავრა.

კანონმდებლობის თანახმად, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ხარისხი. თადუმაძის შემთხვევაში არც ის დასტურდება, რომ ის ხარისხი, რომელიც მისი მტკიცებით, მიღებული აქვს, მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება.

ამასთან, თადუმაძეს ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა, მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. მოგვიანებით მან განმარტა, რომ სასწავლებელი ექსტერნად დაამთავრა. გამჭვირვალობაში ამბობენ, რომ არც ეს ფაქტი დასტურდება.

შალვა თადუმაძე 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მის კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირა რვა ხმით ერთის წინააღმდეგ.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...