მთავარისიახლეებიპოლიტიკასხდომა უნდა ჩაიშალოს - თინა ბოკუჩავა

სხდომა უნდა ჩაიშალოს – თინა ბოკუჩავა

Published on

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ კომიტეტის სხდომის ჩაშლა მოითხოვა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, უზენაეს სასამართლოში მონები არ უნდა განწესდნენ.

“ბოიკოტში ვართ, მაგრამ როცა შემოვალთ სხდომაზე, მოგვეცით საშუალება, სიტყვით გამოვიდეთ და გაგაგონოთ ხალხის ხმა. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს უზენაესი სასამართლოს მონებით დაკომპლექტება. თქვენ ხართ მონები. თავს არავინ შეიკავებს, სანამ არ მორჩება ის უსამართლობა, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ეს სხდომა უნდა ჩაიშალოს. არც ბოიკოტირება გაჩერდება, არც პიკეტირება. გადაიდოს ეს სხდომა, რათა უზენაეს სასამართლოში მონები არ განწესდნენ. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალი და ვიღაც გვრიტიშვილებმა არ უნდა გადაუწყვიტონ ჩვენს შვილებს მომავალი,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

თავის მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მისცემდა.

გარდა ამისა, მან მანდატურებს მოუწოდა, თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...