მთავარისიახლეებიპოლიტიკამძაფრი სუნის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ევაკუაციისკენ მოუწოდა - პარლამენტი აყროლდა

მძაფრი სუნის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ევაკუაციისკენ მოუწოდა – პარლამენტი აყროლდა

Published on

პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. გამოძახებულია პოლიცია.მძაფრი სუნისგამოპარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. პლენარული სხდომა შეწყდა

სუნის გამო ენძელა მაჭავარიანი და ლელა ქებურია შეუძლოდ გახდნენ.

უცნობია, რა არის მძაფრი სუნის გამომწვევი მიზეზი.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები მომხდარში ოპოზიციას ადანაშაულებენ.უმრავლესობა აბობს, რომ დარბაზში 2 ოპოზიციონერი შემოვიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რამაც გამოიწვია ეს საშინელი სუნი

ქართული ოცნების” დეპუტატები “გაურკვეველი ნივთიერების” სხდომათა დარბაზში შეტანას ევროპული საქართველოს დეპუტატებს ირმა ნადირაშვილს და ლელა ქებურიას აბრალებენ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და მოგვიანებით, ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმა კომენტარებში თქვეს, რომ სწორედ ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია შევიდნენ სხდომათა დარბაზში და გავიდნენ, “რის შემდეგაც დადგა სუნი”.

“

ამ შენობაში უფრო მძიმე სუნი დგას- უკანონობის და მთავარია, ეს დავძლიოთ, თორემ ამ ყველაფერს ეშველება…  ყველანაირად ვცდილობ, რომ როგორმე საბოლოო კენჭისყრა შევაჩერო… ამ პროცესს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, დილიდან პროცედურა ისე დაიწყო და ისეთი უხეში დარღვევებით წარიმართა: დასკვნა არ არსებობდა, რეკომენდაცია ვის გაუწიეს და რატომ გაუწიეს, არ იყო ეს დასაბუთებული, დისკუსია არ გაიმართა, საერთოდ მსგავსი სხდომა არ მინახავს პარლამენტში. ჟურნალისტებთან დაკავშირებით რაც მოხდა, ახლა რომ უნდათ ოხანაშვილს და კილაძეს, მანდატურზე გადაიტანონ მთელი პასუხისმგებლობა, მისი დავალება იყო ეს, რაც ხდებოდა დარბაზში. მთლიანობაში ეს პროცესი არის ლეგიტიმაცია დაკარგული, ამიტომ მივმართე მე იმ კანდიდატებს, ვინც დარჩა, რომ გაიწვიონ ეს კანდიდატები უკან, გადაათვისუფლონ ქვეყანა და საკუთარი თავი ამ კრიზისისგან.”

მომხდარს გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. „აყროლდა პარლამენტი. რათ უნდა ამას ექსპერტიზა – მარტო უმრავლესობა ესწრება სხდომას და მოისვან ხელი…“ – წერს ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.



სიახლეები

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...

ყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა

ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში განხორციელდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. დარტყმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი...