მთავარისიახლეებიპოლიტიკაირმა ნადირაშვილი: ქოცებმა საერთოდ გააფრინეს, ბოდიში მომიხადონ - არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში...

ირმა ნადირაშვილი: ქოცებმა საერთოდ გააფრინეს, ბოდიში მომიხადონ – არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე

Published on

მე გაოცებული ვარ იმ განცხადებებით, რომელიც მოვისმინე ჩემი კოლეგების მხრიდან, მგონი ჩემმა კოლეგებმა, ქოცებმა საერთოდ გააფრინეს, როცა ასე უაპელაციოდ ხელს იშვერენ ჩემზე, პირდაპირ ვაცხადებ, რომ არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე, ნამდვილად არ ვიღებ.

ვიყავი კომიტეტზეც, შემდეგ ვიყავი სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება, იღებდნენ თუ არა დამოუკიდებელი დეპუტატები კენჭისყრაში მონაწილეობას, როცა შევედი, დარბაზის იმ ნაწილში სკამები იყო ცარიელი, ნატო ჩხეიძესთან შევჩერდი ზუსტად ალბათ 30 წამით, ვკითხე და გამოვედი დარბაზიდან.

ძალიან უხერხულია ასეთი განცხადებების გაკეთება, უპაუხისმგებლოა, არც კი მინდა, ამას სერიოზულაც მივუდგე, წარმოუდგენელია ჩემთვის რაც ხდება, არსებობს კამერების ჩანაწერები, ექსპერტები, კრიმინალისტები, დაადგინონ და როგორც მამუკა მდინარაძე ეთერიდან დამპირდა, მობრძანდეს და ბოდიში მომიხადოს, ასე უაპელაციოდ რომ ახსენებს ჩემს სახელს.ვნახე, რომ განცხადება გაავრცელა სირცხვილია და თქვა, რომ მათი პასუხისმგებლობის ქვეშაა პარლამენტში დაყენებული სუნი, ძალიან უხერხულია და სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს ჩემი კოლეგები, როცა ასე უაპელაციოდ იშვერენ ხელს, იმის ნაცვლად, რომ დღეს იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომელიც არის ქვეყანაში. 16 ადამიანი დაიჭირეს დილას და ამ წუთებამდე ვეძებთ, სად გადამალეს, ზოგი სად ჩამოაგდეს, ზოგი რომელ იზოლატორშია გადაყვანილი

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...