მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,აყროლდა პარლამენტი. რად უნდა ამას ექსპერტიზა'' - ბაჩუკი ქარდავა

,,აყროლდა პარლამენტი. რად უნდა ამას ექსპერტიზა” – ბაჩუკი ქარდავა

Published on

საკანომდებლო ორგანოში მუშაობა ამ დრომდე არ განახლებულა. პარლამენტში მძაფრი სუნი ახლაც დგას. ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ოპოზიცია აცხადებდა, რომ პარლამენტში მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ და დარბაზი მალევე დატოვეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა “სირცხვილიამ” აიღო, თუმცა ამ ინფორმაციის დადაასტურება ორგანიზაციის მხრიდან აქამდე არ მომხდარა

“ქართული ოცნების” წევრმის მამუკა მდინარაძის თქმით, აღნიშნული ქმედებები ცუდად მოფიქრებული დესტრუქციაა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის მოფიქრებული.

“საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიოი საქციელთან რაც შეიძლება მოიფიქროს ადამიანის გონებამ, ნაცმოძრაობა თავისი სატელიტი პარტიებით თუ მოძრაობებით დღეს დამთავრდა. ბოდიში მაყურებელთან ასეთი ბანძი და გოიმური მოქმედებებით არ ვიცი რა ვუწოდო, მაგრამ იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც პერფორმანსი და არაფერი ამას არ ჰქვია, ამა ჰქვია ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია ისეთი დაბალი ხარისხის, რომ შემიძლია გითხრათ, რომ “ევროპული საქართველოს” ორი დეპუტატი შრფით ხელში და ამას აუცილებლად დაადგენენ მაგრამ, როდესაც ალერგიული ადამიანი და ძალიან ცუდად არის ახლა ოთახში ამაზეც აიღებს პასუხისმგებლობას ვიღაც “სირცხვილია” ? ” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს, რომ „მთელმა ქვეყანამ იცის, მაგ დარბაზში ვინც ყარს“:

„ოპოზიციამ რაღაც მოასხურა და გაუსაძლისი სუნი დადგა დარბაზშიო, – ირაკლი კობახიძემ.

და მაგას ეგ სუნი ოპოზიციის შესხურებული ხსნარების ბრალი გონია? არა და, მთელმა ქვეყანამ ვიცით, რა სუნიც დგას მაგ დარბაზში და ვინც ყარს”. – წერს ნიკა გვარამია

 „აყროლდა პარლამენტი. რათ უნდა ამას ექსპერტიზა – მარტო უმრავლესობა ესწრება სხდომას და მოისვან ხელი…“ – წერს ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...