მთავარისიახლეებიპოლიტიკატერორისტების თავდასხმის შედეგად, ავღანეთში 5 ქართველი სამხედრო მსუბუქად დაშავდა

ტერორისტების თავდასხმის შედეგად, ავღანეთში 5 ქართველი სამხედრო მსუბუქად დაშავდა

Published on

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა.

უწყებაში ამბობენ, რომ მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

“მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული.

სიახლეები

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სასანქციო პაკეტი დაამტკიცა

პარასკევს ევროპულმა კომისიამ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ...

გარემოს სააგენტოს ცნობით,22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

ტრამპის თქმით, ომის შემდეგ აშშ უკრაინას “მშვიდობის შენარჩუნებაში” დაეხმარება

Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 6 პირი დააკავეს

თბილისში, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი...