მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: ყველა ნორმალურ ქვეყანაში ზურაბიშვილი დაექვემდებარებოდა იმპიჩმენტის პროცედურებს

ნიკა მელია: ყველა ნორმალურ ქვეყანაში ზურაბიშვილი დაექვემდებარებოდა იმპიჩმენტის პროცედურებს

Published on

“

როდესაც ზურაბიშვილის ეს განცხადება მოვისმინე, თავი რიგით ჯარისკაცად წარმოვიდგინე, რომელიც არის ჯარში, ყაზარმაში. რა განცდა ან შთაბეჭდილება უნდა დარჩენოდა ათასობით ქართველ ჯარისკაცს?

უმაღლესი მთავარსარდალი როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს შემთხვევითი არ არის. ეს ადამიანი არ ემსახურება საქართველოს, სახელწიფოს ინტერესებს.

ზურაბიშვილი ემსახურება ჩვენი მტერი სახელმწიფოს ინტერესებს, მგონია უკვე ყველა დავრწმუნდით ამაში. შემთხვევითი წამოცდენები ეს არაა, ესაა კარგად ნაფიქრი, გააზრებული განცხადებები, რომელიც კეთდება მისი მხრიდან.

მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი აუცლებლად დაასრულებს პრეზიდენტად ყოფნას იმპიჩმენტით.
ეს არის წარმოუდგენლად მავნე თანამდებობის პირი, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

ასეთი განცხადებების შემდეგ, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ეს ადამიანი დაექვემდებარებოდა იმპიჩმენტის პროცედურებს, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ უფრო სამარცხვინო მცდელობებს ვხედავთ ქართული ოცნების მხრიდან, როგორ ამართლებენ ამ ადამიანს”– ამბობს ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილზე

სიახლეები

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევას 315 ადამიანი ემსხვერპლა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 46 082 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაიღუპა 315, ხოლო დაშავდა...