მთავარისიახლეებიპოლიტიკამოძრაობა ,,შეცვალე" პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას მართავს

მოძრაობა ,,შეცვალე” პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას მართავს

Published on

“ეზოში ქვეყნის მტერია”, – ამ სლოგანით პრეზიდენტის სასახლესთან მოძრაობა “შეცვალე” აქციას მართავს. ისინი ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ. აქტივისტები სალომე ზურაბიშვილს ანტისახელმწიფოებრივ განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ.

“ადამიანი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალია, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელია საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც კონსტიტუციის გარანტია, არ უნდა აკეთებდეს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომელიც ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას უწყობს ხელს”, – განაცხადა მოძრაობის წევრმა ანნა ქართლელიშვილმა.აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: “სალომე “ქოცების“ მთავარსარდალი”, “ზურაბიშვილი vs ჯარისკაცები”, “სალომე „ოცნების“ მთავარსარდალი”.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...