მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ

გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ

Published on

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ევროპული საქართველოს” ლიდერებს გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს გაფრენის დარბაზში ორი პირი დაესხა თავს.

გიგი უგულავას თქმით, აღნიშნული თავდასხმის მიზეზი უმნიშვნელოვანესი ვიზიტის ჩაშლა იყო, სადაც ისინი მიემგზავრებოდნენ.

“მე და გიორგი მივფრინავდით, შიგნით ვიყავით შესული და უცებ მოვიდა ვიღაც სპორტული აღნაგობის პირი დაიწყო ჩხუბი, შემდეგ მოვიდასამართალდამცავები და წაიყვანეს ეს პირები, მე ეჭვი მაქვს, რომ ჩაეშალათ ეს ეს ვიზიტი, დაზიანებები არ მაქვს არც მე და არც გიორგის, უბრალოდ ნაკაწრი მაქვს რაღაც. კლიმატია ასეთი, გუშინ რუსთაველზეც რა ხდებოდა და გონიათ ამით ვინმეს შეაშინებენ” – განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციის ლიდერები ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...