მთავარისიახლეებიმსოფლიო50 000 დოლარი თითოეულ თანამშრომელს - კომპანიის შოკისმომგვრელი საახალწლო სიურპრიზი

50 000 დოლარი თითოეულ თანამშრომელს – კომპანიის შოკისმომგვრელი საახალწლო სიურპრიზი

Published on

ამე­რი­კა­ში, მე­რი­ლენ­დის შტატ­ში, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ სა­ა­ხალ­წლოდ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ბო­ნუ­სე­ბის­თვის 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მოჰ­ყო. ბო­ნუ­სებს კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბულ 198 ადა­მი­ანს გა­დას­ცე­მენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წი­ნა­სა­შო­ბა­ოდ გა­მარ­თულ გრან­დი­ო­ზულ წვე­უ­ლე­ბა­ზე შე­ი­ტყვეს.

კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი, ედ­ვარდ სენტ ჯონი ამ­ბობს, რომ ბო­ნუ­სის ოდე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია თა­ნამ­შრომ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. სა­შუ­ა­ლოდ ეს თან­ხა 50 000 დო­ლა­რია, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი 250 000 დო­ლარ­ზე მეტს მი­ი­ღებს.

ედ­ვარდ სენტ ჯო­ნის თქმით, ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ისი­ნი ასეთ სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქარს იმ­სა­ხუ­რე­ბენ, რად­გან კომ­პა­ნია გუნ­დის გა­რე­შე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და. ხელ­მძღვა­ნელ­მა სა­შო­ბაო წვე­უ­ლე­ბა­ზე თა­ნამ­შრომ­ლებს სი­ტყვით მი­მარ­თა, რა დრო­საც მათ სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თე­ბი და­უ­რიგ­დათ. ედ­ვარ­დმა ყვე­ლას სთხო­ვა ბა­რა­თე­ბი გა­ეხ­სნათ, სა­დაც ან­გა­რი­შე­ბი აღ­მოჩ­ნდა, შთამ­ბეჭ­და­ვი ციფ­რე­ბით. რო­გორც New York Post წერს, ეს ინ­ფორ­მა­ცია შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო. გა­მო­ცე­მა ავ­რცე­ლებს ვი­დე­ო­საც, სა­დაც ჩანს, თუ რო­გო­რი ოვა­ცი­ე­ბით ხვდე­ბი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ცრემ­ლებს ვერ იკა­ვე­ბენ.

“შოკ­ში ვარ და ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ“, – ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ნიკი გუდი.

“ის, რაც ამ სა­ღა­მოს მოხ­და, რა­ღაც მა­გი­აა“, – ამ­ბობს ვე­ტე­რა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ნი­ელ ვა­ლენ­სია.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...