მთავარისიახლეებიპოლიტიკავაჟა გაფრინდაშვილი - წლის უფლებადამცველი

ვაჟა გაფრინდაშვილი – წლის უფლებადამცველი

Published on

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო ტყვეობაში მყოფ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს წლის უფლებადამცველის ჯილდო მიანიჭეს. ის ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილოვეს. გაფრინდაშვილისთვის განკუთვნილი ჯილდო მისმა შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა მიიღო.

ადამიანის უფლებათა დამცველის დაჯილდოება დღეს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვის ღონისძიებაზე გაიმართა.  წლის უფლებადამცველის ჯილდო ასევე მიიღო მოძრაობამ “სირცხვილია”.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული იმართება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ღონისძიების მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.

უკვე 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ყველა რესურსი ამოქმედებულია” და “ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს”, თუმცა, დაკავებული ექიმის გათავისუფლებას მარიონეტული რეჟიმი ჯერჯერობით არ აპირებს.

გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და მათ უნდა მიმართონ უფრო აგრესიულ პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმის მიმართ. მათი თქმით, თუ ოჯახის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ. 

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ “იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე”. ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....