მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მომავალ ლიდერთა სკოლის საინფორმაციო შეხვედრას ზუგდიდში უმასპინძლებს

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მომავალ ლიდერთა სკოლის საინფორმაციო შეხვედრას ზუგდიდში უმასპინძლებს

Published on

12 დეკემბერს 14:00 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) უმასპინძლებს მომავალ
ლიდერთა სკოლის (ELS) საინფორმაციო შეხვედრას.
ELS-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ეძებს 18-დან
35 წლამდე ცვლილებებზე ორიენტირებულ, ლიდერული პოტენციალის მქონე
ახალგაზრდებს – აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლებს – საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან.
ღონისძიებაზე, GIP-ის წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას დეტალურ
ინფორმაციას მიაწვდიან პროექტზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მონაწილეობისთვის
საჭირო პროცედურებზე. მონაწილეებს შეეძლებათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მეტი
გაიგოთ აღნიშნული ინიციატივის შესახებ.
განაცხადები მიიღება 15 დეკემბრის ჩათვლით და აპლიკაციის პროცესის შესახებ
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია GIP-ის ვებგვერდზე – http://gip.ge/ge/els-call/.
პროექტი – “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა
საქართველოში”, ხორციელდება GIP-ის მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და
კავკასიის კვლევის რესურს ცენტრთან (CRRC საქართველოსთან) თანამშრომლობით.
პროექტის ფარგლებში GIP საქართველოს რეგიონებსა და თბილისში გეგმავს,
ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის ლიდერული უნარ-ჩვევების
განვითარებასა და წახალისებას, სოციალური და პოლიტიკური ჩართულობის
კუთხით.

საინფორმაციო შეხვედრები ტარდება იმ რეგიონებში (სამეგრელო-ზუგდიდი, აჭარა-
ბათუმი, ქვემო ქართლი-რუსთავი), რომლებიც 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში

(თებერვალი-ივლისი) უმასპინძლებენ მომავალ ლიდერთა სკოლას.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...