მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაოკუპაციო ძალების მიერ 7 დეკემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების მიერ 7 დეკემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 7 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული სამი მოქალაქე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოთხი მოქალაქე 7 დეკემბერს დააკავეს. მათგან ერთი არასრულწლოვანი გათავისუფლებული იყო. გუშინ უწყებაში აცხადებდნენ, რომ მათი დაკავებისთანავე სუს-მა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM).

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბოჟამის და ლამისყანას მცხოვრებლები – ემზარ და მერაბ გამხიტაშვილები და გიორგი ზარიძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე ტყის მასივში, სავარაუდოდ, შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...