მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნების" დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა

,,ქართული ოცნების” დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა

Published on

,,ქართული ოცნების” დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის არის საარჩევნო სისტემის საკითხიც. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები არ ჰქონია არც  ბიძინა ივანიშვილთან და არც გუნდთან.

„საერთოდ არ შევხვედრივარ და არც კონსულტაციები მქონია. მერე გეტყვით ყველაფერს”, – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

 მართლაც, საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ უფრო მეტი მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. ერთერთ მიზეზად მან ეკლესიისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება დაასახელა

“ხელისუფლების უმოქმედობამ  და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ, ხელი შეუწყო ეკლესიისკენ მიმართულ ბოროტ ძალებს. ამიტომ დღეს ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთქმაქცობაა. მინდა გავაფრთხილო ყველა ვინც პატრიარქის ჩამოცილებას ცდილობს, არ მოგატყუოთ მისმა ასაკმა, ამას ვერ შეძლებთ” – განაცხადა ერქვანიამ.

ალექსანდრე ერქვანიამ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს საქმიანობას.

შეგახსენებთ პროპორციულის ჩაგდების შემდეგ “ოცნება” ერქვანიას სახით უკვე მე-14 წევრმა დატოვა და ახლა უმრავლესობაში 90 დეპუტატია

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...