მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი რურუა: ჩვენი ტვირთი არის ჩვეულებრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე, რასაც თითოეული...

გიორგი რურუა: ჩვენი ტვირთი არის ჩვეულებრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე, რასაც თითოეული თქვენგანიც გააკეთებდა

Published on

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული, პენიტენციური დაწესებულებიდან აცხადებს, რომ იარაღი, რომლის ქონასაც მას ედავებიან, მხოლოდ ფოტოზე ნახა და ისიც განჩინებაში.

გიორგი რურუა, გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან ხელისუფლებას მიმართავს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან დასახსნელად ყველა ბერკეტი გამოიყენოს.

„ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო თანამოქალაქეებო! მოგესალმებით გლდანის ციხიდან პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

ეს პოსტი არ მინდა შეეხოს ჩემს უკანონოდ დაკავებას. „გავრილოვის პატიმრების“ და ჩვენი ტვირთი არის ჩვეულებრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე, რასაც თითოეული თქვენგანიც გააკეთებდა.

მივმართავ უუნარო მთავრობას, უფრო ყურადღებით მოეკიდოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს. ყველაფერი იღონოს, რომ დაიხსნას ტყვეობიდან სამაგალითო მოქალაქე!

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი. ერთადერთი, რაც მაწუხებს და მინდა იცოდეთ, არის ის, რომ იარაღი რასაც მედავებიან, თვალითაც არ მინახავს, მხოლოდ ფოტოზე ვნახე წარდგენილ განჩინებაში.

გამძაფრებული ყურადღებით ვაკვირდები მოვლენებს, ყველაფერი ლოგიკურად და კარგად მიდის, მთავარია უიმედობამ არ გვაჯობოს! დღევანდელი კრიზისი არის მთლიანად, ხელისუფლებაში დარჩენის მოტივით განპირობებული.

განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს! ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ თავგანწირული მოქალაქეების ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, გაფრინდაშვილის და სხვების მაგალითებით“, – წერს რურუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

სიახლეები

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...

ყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა

ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში განხორციელდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. დარტყმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი...