დაჯექი წყალთან და დაელოდე, როდის ჩამოატარებს იგი შენს მტრებს – ლუჟკოვი გარდაიცვალა

0
392

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლუჟკოვი 83 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციით იგი გარდაცვალების მომენტში ევროპაში იმყოფებოდა,- აცხადებს ყოფილ მერთან დაახლოებული ერთ-ერთი პიროვნება.

1992 წლის 6 ივნისს, გავრილ პოპოვის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ლუჟკოვი დანიშნა მოსკოვის მერის და დედაქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.

იგი მერად აირჩიეს 1996 წლის ივნისში, 1999 წლის დეკემბერში და კიდევ ერთხელ 2003 წლის დეკემბერში.2010 წელს ლუჟკოვი პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. 

იური ლუჟკოვის სახელს სხვადასხვა დროს მრავალმილიონიანი სკანდალები და კორუფციული სქემები უკავშირდებოდა. ლუჟკოვის პირადი ინტერესები წარმოდგენილი იყო საქართველოშიც.

ლუჟკოვი არის ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ცხინვალში ქართულ სოფლების ნანგრევებზე რუსული სამხედრო ქალაქების გაშენებას.

ეს არის ( იყო) ადამიანი, რომელოც ბოლო წუთამდე გვერდზე ედგა ასლან აბაშიძეს

იური ლუჟკოვი საქართველოში ბოლოს 2017 წელს იმყოფებოდა, რითაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაარღვია. როგორც მაშინ გაირკვა, მოსკოვის ყოფილი მერი მეუღლესთან ერთად, 13 ასურელი მამის მონასტერში იმყოფებოდა სტუმრად.

წინა სტატიაპირი, რომელმაც თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ქალი დაჭრა, დაკავებულია
შემდეგი სტატიანიკა მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე პარლამენტში ხუთშაბათს იმსჯელებენ – რამდენი ბექა ოდიშარია დასჭირდება ივანიშვილს მასზე შურისძიებისათვის?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური