მთავარისიახლეებისაზოგადოება2020 წლის ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, სხვა სავალდებულო საგნებიც დაემატოს

2020 წლის ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, სხვა სავალდებულო საგნებიც დაემატოს

Published on

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო 2020 წლის ეროვნულ გამოცდებში ცვლილების შეტანაზე მუშაობს.

ამჟამად არსებული მოდელით, რომელიც სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა, სამედიცინო მიმართულების გარდა, ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები ასე გამოიყურება: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა; მათემატიკა – ტექნიკურ მიმართულებებზე და ასევე საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე, ჰუმანიტარულ მიმართულებებზე – კი ისტორია. არსებობს გარკვეული მიმართულებები, სადაც აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო საგნად მათემატიკა ან ისტორიის ჩაბარება შეუძლიათ.

ახალი იდეის თანახმად, სამინისტრო არსებული მოდელის შეცვლას არ აპირებს, ცვლილება შევა მხოლოდ საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე ჩაბარების მსურველთა საგნებში. კონკრეტულად საბუნებისმეტყველო მიმართულება უნდა გამოიყოს ცალკე და ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგიაზე ჩაბარების მსურველებს უნდა გაუჩნდეთ ალტერნატივა, რომ სავალდებულო მათემატიკა ანდა სანაცვლოდ, პროფილური საგანი ჩააბარონ.

მაგალითად ფიზიკაზე ჩაბარების მსურველმა მისაღები გამოცდაზე უნდა ჩააბაროს საკუთარი არჩევანის მიხედვით – მათემატიკა ანდა ფიზიკა, ქიმიაზე ჩაბარების მსურველმა – მათემატიკა ანდა ქიმია, ბიოლოგიის შესწავლის მსურველმა კი – მათემატიკა ან და ბიოლოგია. ეს გახლავთ სამუშაო ვერსია, რაზეც განათლების უწყებაში აქტიურად მუშაობენ, თუმცა ცვლილებები ჯერ დამტკიცებული არ არის და საბოლოო გადაწყვეტილებაც უცნობია. ასევე ცნობილი არ არის, შეიცვლება თუ არა საგნების ჩამონათვალი გეოგრაფიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველთათვის. ეროვნულ გამოცდებში ცვლილებები ეტაპობრივად 2020 და 2021 წლებში უნდა განხორციელდეს.

წყარო: edu.aris.ge

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...