მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ეს პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში მმართველი პარტიის მხრიდან დაპირების შესუსრულებლობამ შექმნა'' ევრონესტის...

,, ეს პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში მმართველი პარტიის მხრიდან დაპირების შესუსრულებლობამ შექმნა” ევრონესტის თავმჯდომარე

Published on

ევრონესტის თანათავმჯდომარემ, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა ოპოზიციის ლიდრებისა და ევროპარლამენტარების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაპირების ვერ შესრულებამ პოლიტიკური კრიზისი შექმნა.

,,შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, რა თქმა უნდა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ჩვენ შეშფოთებულები ვართ. განვიხილავდით, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს სიტუაცია. რა თქმა უნდა, გვსურს ქართული დემოკრატია უფრო დაბალანსებული განვითარებისაკენ წავიდეს. საარჩევნო სისტემის პროპორციულობა იქნება მისასალმებელი. ამ დროისათვის შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ დიალოგს და ამ დიალოგში ვხედავთ მმართველ პარტიაზე დიდ პასუხისმგებლობას, რადგან, სამწუხაროდ, მათი მხრიდან დაპირების ვერ შესრულებამ შექმნა ეს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ საქართველოს მეგობრები მოველით საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციას და გვაშფოთებს არსებული სიტუაცია.– განაცხადა კუბილიუსმა

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...