მთავარისიახლეებიპოლიტიკადიალოგის გასაგრძელებლად, ყველა მხრიდან არსებობს ჩართულობა - კარლ ჰარცელი

დიალოგის გასაგრძელებლად, ყველა მხრიდან არსებობს ჩართულობა – კარლ ჰარცელი

Published on

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრას ესწრებოდა, აღნიშნა, რომ დიალოგი არ იყო მარტივი, თუმცა შეხვედრის ბოლოს გამოიკვეთა საკითხები, რომელიც შესაძლო შეთანხმების საგანი შეიძლება გახდეს.

​ჰარცელის თქმით, დიალოგის გაგრძელებისთვის ორივე მხარე მზადაა.

“ძალიან ვაფასებ ფაქტს, რომ გვაქვს დიალოგი, რომელიც მეორე რაუნდის ჩატარებით პროცესის სახეს იღებს. უნდა აღვნიშნო, რომ დისკურსია არ იყო მარტივი, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ვიგრძენი, შევძელით უფრო კარგად გაგვეგო, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს დისკურსია. ნათელია, რომ დიალოგის გასაგრძელებლად, ყველა მხრიდან არსებობს ჩართულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ჩემი აზრით, დიალოგით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესით არსებობს რეალური შანსი იმ უფსკრულის გარღვევისა, რომლის შესახებაც ყველამ ვიცით. დღეს, ორივე მხრიდან დავინახეთ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების სურვილი,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...