მთავარიUncategorized,,თვალთხარია გახარიასთან შეკითხვები გვქონდა'' - სამოქალაქო აქტივისტები ბათუმის საზღვაო აკადემიაში პრემიერ-მინისტრს პროტესტით...

,,თვალთხარია გახარიასთან შეკითხვები გვქონდა” – სამოქალაქო აქტივისტები ბათუმის საზღვაო აკადემიაში პრემიერ-მინისტრს პროტესტით დახვდნენ

Published on

ბათუმის საზღვაო აკადემიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას   მისვლა არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ გიორგი გახარიასთან შეკითხვები ჰქონდათ “გავრილოვის ღამესთან”, მაკო გომურის საქმესა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

სამართლადამცველებმა მათ პრემიერთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

„თვალთხარია გახარიასთან შეკითხვები გვქონდა 20 ივნისის ღამეზე, მაკო გომურის საქმესა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენ არ მოგვეცა შეკითხვების დასმის საშუალება. გახარია ჩვენს კითხვებს გაექცა“, – განაცხადა „ალტერნატივას“ წევრმა ხათუნა ბერიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზღვაო აკადემიაში იმყოფებოდა, ის სტუდენტებს შეხვდა და სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ესაუბრა.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...