ნინო ბურჯანაძეს არავისთვის ბოდიში არ მოუხდია, მით უმეტეს გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით” – აცხადებენ პარტიაში „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“

0
431

,,რუსულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს  ნინო ბურჯანაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ  კოსაჩოვთან შეხვედრაზე ბოდიში მოიხადა გავრილოვის ინცინდენტთან დაკავშირებით.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ   ნინო ბურჯანაძეს არავისთვის ბოდიში არ მოუხდია, მით უმეტეს გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით.

“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველყო.

სწორედ ეს გაიმეორა ქალბატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას – ფაქტს უწოდა სამწუხარო თუმცა მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია”- განაცხადა “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ჯილდა მაჭავარიანმა.- კოსაჩოვთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე. საუბრის თემა იყო ასევე ორ ქვეყანას შორის ავიამომოსვლის საკითხი. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის უგულვებელყოფა რამდენიმე გამოცემამ სცადა, თუცა სამაგიეროდ გავრილოვთან დაკავშირებული ნათქვამის არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა

შეგახსენებთ, რომ რუსულმა სააგენტომ „ტასს“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, “რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩვთან შეხვედრაზე   ბოდიში მოიხადა ანტირუსული პროვოკაციის გამო, რომელიც ზაფხულში, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს მოხდა.

წინა სტატიანარკოტიკზე დაკავებულ ბერ-მონაზონს საპატრიარქო არ უშუამდგომლებს – სამეგრელოს ეპარქია კი, მხოლოდ ლოცვას გააძლიერებს
შემდეგი სტატია8 დეკემბრიდან ,,საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის, ცვლილებაა ზუგდიდი – თბილისის ხაზზეც
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური