მთავარისიახლეებისაზოგადოებანარკოტიკზე დაკავებულ ბერ-მონაზონს საპატრიარქო არ უშუამდგომლებს - სამეგრელოს ეპარქია კი, მხოლოდ...

ნარკოტიკზე დაკავებულ ბერ-მონაზონს საპატრიარქო არ უშუამდგომლებს – სამეგრელოს ეპარქია კი, მხოლოდ ლოცვას გააძლიერებს

Published on

ნარკოტიკზე დაკავებულ ბერ-მონაზონს საპატრიარქო არ უშუამდგომლებს –  სამეგრელოს ეპარქია კი, მხოლოდ ლოცვას გააძლიერებს.

ბერ-მონაზონი სვიმონ ქავთარაძე დანაშაულს აღიარებს , ის სამართალდამცავ უწყებას თავად ჩაბარდა. ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე კი – არასაპატიმრო ღონისძიებას.

ადვოკატს იმედი აქვს, რომ სასულიერო პირს სასამართლოში საპატრიარქო უშუამდგომლებს,თუმცა საპატრიარქო შუამდგომლობაზე უარს ამბობს – დაკავებული ბერის შესახებ ოფიციალური განცხადება აღარ გაუკეთებიათ.

სასულიერო პირების ნაწილი სვიმონ ქავთარაძის ნარკოდანაშაულისთვის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მანჩესტერის სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში იმასაც წერს, რომ მსგავსი დაკავებები სხვა დროსაც ყოფილა, რაც არ გახმაურებულა, ამიტომ აუცილებლად მიაჩნია სასულიერო პირების ნარკოტესტირება.

სასულიერო პირის ნარკოდანაშაულში მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღე უარყოფდა.

მას შემდეგ, რაც ბერ-მონაზონი სვიმონ ქავთარაძე პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა, ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიაში  სასულიერო პირები შეიკრიბნენ, თუმცა თავდებობის გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

საგამოძიებო მოქმედებებისას ჩანთიდან 14,5 გრამი მეტადონი ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბერს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...